მომავალი კვირიდან რიკოთის ძველ გზაზე მოძრაობა აიკრძალება. მიზეზი არსებული ძველი გზის მაგისტრალურ გზად რეკონსტრუქციისა და მშენებლობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა 2 ზოლიანი ჩქაროსნული გზა და 5 ახალი ხიდი. სამუშაოების დასრულების შემდეგ, რიკოთის 52 კმ-იანი მაგისტრალი სრულად გაიხსნება ავტოტრანსპორტისთვის, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილებას.
ცნობები რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის შესახებ:
რიკოთის მონაკვეთის ზედამხედველობაში ჩართული იყო 146 გამოცდილი ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტი.
რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობაზე დასაქმებული იყო 10,000 ადამიანზე მეტი, რომელთა უმეტესობა საქართველოს მოქალაქეა.
პროექტის ფარგლებში, დასრულდა სოფელ შროშასთან, ახალი გზის ორივე მხარეს, სპეციალურ მოედნებზე სავაჭრო სივრცეების მშენებლობა ადგილობრივი მეწარმეებისათვის. ასევე, სავაჭრო სივრცეები მოეწყობა სურამთან და ზესტაფონთან.
რიკოთის მონაკვეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის (E60-ის) შემადგენელი ნაწილია. დღეისათვის აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 70%-ზე მეტი ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია.
აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის 430 კმ-იანი მაგისტრალის 302 კმ-ით ტრანსპორტი უკვე სარგებლობს.