იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი, მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, მოადგილე დავით დევდარიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ხემაღალსა და ღვერკში ადგილზე ეცნობიან არსებულ ვითარებას.
რამდენიმე დღეა აღნიშნულ სოფლებში მეწყრულო პროცესები განვითარდა. დაზიანდა როგორც გზები, ასევე საცხოვრებელი სახლები.
ხელისუფლების წარმომადგენლები პირადად შეხვდნენ დაზარალებულ ოჯახებას და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა შესთავაზეს. მათ დროებით უსაფრთხო ალტერნატიულ ფართში განთავსების ხარჯებს, ხარაგაულის მერია გაიღებს.
ადგილზე იმყოფებიან გეოლოგები, რომლებიც შესაბამის დასკვნას დადებენ.