TOP-NEWS.GE / რიკოთზე, ერთ-ერთ ყველაზე რთულ მონაკვეთზე სამუშაოები დასრულდა

რიკოთზე, ერთ-ერთ ყველაზე რთულ მონაკვეთზე სამუშაოები დასრულდა


რიკოთზე, ერთ-ერთ ყველაზე რთულ მონაკვეთზე სამუშაოები დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა. 
ახალ 2 ზოლზე დროებით გადაერთვება ორივე მიმართულების სატრანსპორტო მოძრაობა: ერთი ზოლი მოემსახურება აღმოსავლეთიდან დასვლეთისკენ, ხოლო მეორე ზოლი - დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მომავალ ტრანსპორტს. მომავალი კვირიდან დაიწყება ამავე მონაკვეთზე არსებული ძველი გზის მაგისტრალურ გზად რეკონსტრუქციისა და მშენებლობის სამუშაოები.

 პროექტის ფარგლებში, მოეწყობა 2 ზოლიანი ჩქაროსნული გზა და 5 ახალი ხიდი.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, რიკოთის 52 კმ-იანი მაგისტრალი სრულად გაიხსნება ავტოტრანსპორტისთვის, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილებას.  

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სულ შენდება 52 კმ-იანი 4 ზოლიანი მაგისტრალური გზა (51 გვირაბითა და 97 ხიდით). ამ დროისათვის, ტრანსპორტი უკვე სარგებლობს ახალი 4 ზოლიანი გზის 48 კმ-ით (50გვირაბითა და 91 ხიდით), რომელმაც 8 კმ-ით შეამცირა მგზავრობის მანძილი და გაანახევრა გადაადგილების დრო.  ახალი გზა აშენებულია საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველყოფილია საგზაო განათების სისტემით. 

საერთო ჯამში, რიკოთის მაგისტრალური ახალი გზის 96%-ით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და მსოფლიო ბანკის (WB) სესხებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა. 

28-06-2025, 11:24
უკან დაბრუნება