ხარაგაულში, ღვერკი-ხემაღალის ტერიტორიაზე მეწყრული პროცესები განვითარდა.
სტიქიამ დააზიანა როგორც საცხოვრებელი სახლები, ასევე დაზიანებულია, საავტომობილო გზების ნაწილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
დღეს მეწყრულ პროცესების და ტერიტორიის შესწავლის მიზნით ადგილზე გეოლოგები იმყოფებიან.
გეოლოგებთან ერთად, ადგილობრივი მაცხოვრებლების მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ მერის მოადგილეები-ვარლამ ჭიპაშვილი, დავით დევდარიანი და ადგილობრივი თვითმართველობის სხვა წარმომადგენლები.
სტიქიური მეწყრული პროცესების შესწავლა სპეციალისტების მიერ მოხდება.
ხარაგაულის მერია შესაბამის ღონისძიებებს გეოლოგების დასკვნის და რეკომენდაციების საფუძველზე გაატარებს.