TOP-NEWS.GE / ქუთაისში ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი დასრულდა

ქუთაისში ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი დასრულდა

 ქუთაისში ლიანა ისაკაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საორკესტრო საკრავების პირველი საერთაშორისო კონკურსი დასრულდა.

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის №2 სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში  კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება და და გალა-კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას ქუთაისის მერის მოადგილე გიორგი ცხაკაია ესწრებოდა. მან მადლობა გადაუხადა კონკურსის დამფუძნებლებსა  და ჟიურის წევრებს, კონკურსის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. გიორგი ცხაკაიამ, ქუთაისში საშემსრულებლო ხელოვნების მხარდაჭერისთვის,  სიმბოლური საჩუქარი გადასცა საერთაშორისო ჟიურის თავმჯდომარეს, ცნობილ მევიოლინეს მიქაელ შტრიხარცს.

კონკურსის გრან პრი მანანა დოიჯაშვილის სახელობის სამუსიკო სემინარიის  მე-8 კლასის მოსწავლემ ანა გოგოლაძემ (ფლეიტა) მოიპოვა. 

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო კონკურსი 23-27 ივნისს ქუთაისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის №2 სამუსიკო სკოლაში გაიმართა, ქუთაისის მერიის მხარდაჭერითა და  „არტ ვირტუოზის“ ორგანიზებით. მასში სიმებიან და ჩასაბერ საკრავებზე შემსრულებელი 100-ზე მეტი ახალგაზრდა მუსიკოსი მონაწილეობდა.

27-06-2025, 20:23
უკან დაბრუნება