ფეხბურთის განვითარების და პოპულარიზაციის მიზნით ვანის მუნიციპალიტეტის მერიასა და საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის აკადემიის საფეხბურთო სკოლას“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, “დინამო თბილისის“ აკადემიის დირექტორი ლევან გვანცელაძე, ვანში მოსწავლეთა საჩვენებელ თამაშს დაესწრო და სპორტული ინვენტარი გადასცა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის მოადგილეები გოჩა ჭუბაბრია, ვლადიმერ ხელაძე და მოსწავლეების მშობლები.
მემორანდუმი მიზნად ისახავს 6-12 წლამდე ასაკობრივი გუნდების შექმნას, ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენას და ადგილობრივი მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლებას.