TOP-NEWS.GE / ხარაგაულის მერიამ სოციალური პროგრამების დაფინანსება გაზარდა

ხარაგაულის მერიამ სოციალური პროგრამების დაფინანსება გაზარდა

ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის  მერის, კობა  ლურსმანაშვილის  გადაწყვეტილებით,  ჯანდაცვისა  და  სოციალური  პროგრამების  დაფინანსება  იზრდება.   

საბიუჯეტო ცვლილების  შესახებ ბიუროს  სხდომაზე მერის  პირველმა  მოადგილემ, ვარლამ  ჭიპაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, სოციალური პროგრამების ხარჯებში დამატებით 775 000 ლარი მიიმართება და საერთო ჯამში, 3  929 400 ლარით განისაზღვრება. 
 
კერძოდ, ახალი დაფინანსება ასე გადანაწილდა:

 ➡️სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარებაზე - 180 000 ლარი;
 ➡️შშმ პირთა დახმარებაზე - 15 000 ლარი; 
➡️ერთჯერად დახმარებაზე - 300 000 ლარი; 
➡️ლეიკემიით დაავადებულთა და დიალიზზე მყოფი პაციენტების ყოველთვიურ დახმარებაზე -13 000 ლარი; 
➡️მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებაზე- 18 000 ლარი;
 ხანდაზმულთა დახმარებაზე  - 500 ლარი;
 ➡️სადღესასწაულო დღეების დახმარებაზე- 140 000 ლარი; 
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და/ან მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახების დახმარებისთის, ასევე უსახლკაროთა და ძალადობის მსხვერპლთა ბინის ქირისთვის-40 000 ლარი; 
➡️უფასო სასადილოს სუბსიდირებაზე-10 000 ლარი;
 გადაუდებელი რეაგირების დახმარებაზე- 20 000 ლარი; 
➡️ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა დახმარებაზე -4 000 ლარი;
 ➡️არასრულწლოვანთა დახმარებაზე - 30 000 ლარი.

26-06-2025, 09:43
უკან დაბრუნება