TOP-NEWS.GE / ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის მოსწავლეებს უმასპინძლა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის მოსწავლეებს უმასპინძლა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის მოსწავლეებს უმასპინძლა, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს მათემატიკის ერთობლივი სასწავლო პროგრამა ჭიათურაში. პროექტის მონაწილე 20-მდე უფროსკლასელს სერტიფიკატი გადაეცა. 

შეხვედრა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა პაატა ტურავამ გახსნა. მან მოსწავლეებს KIU-ს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ახალი აკადემიური წლისთვის დაგეგმილი სიახლეები გააცნო. 

კურსდამთავრებულებს მიესალმა ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორი ნატალია პატარიძე. მან პროგრამის შედეგები წარადგინა და ხაზი გაუსვა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრთან თანამშრომლობით, მათემატიკის სასწავლო პროგრამა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის განახორციელა. სასწავლო პროცესს KIU-ს მათემატიკის სკოლის პროფესორები გიორგი ონიანი, თენგიზ ბოკელავაძე და კახა ჩუბინიძე უძღვებოდნენ. 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრთან რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს. პარტნიორობა მიზნად ისახავს რეგიონის მოსწავლეებისთვის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების პოპულარიზაციას და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობას.

24-06-2025, 12:36
უკან დაბრუნება