TOP-NEWS.GE / ლენტეხში ტურისტული სეზონი გაიხსნა

ლენტეხში ტურისტული სეზონი გაიხსნა

ლენტეხში ახლად რეაბილიტირებული "მჟავე წყლის" ტერიტორიაზე, ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ტრადიციული სვანური ცეკვა და ფოლკლორი, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია, სვანური ტრადიციული კერძები, ასევე, გაიმართა ხეზე კვეთის, სვანური ქუდისა და სვანური მარილის დამზადების მასტერკლასები.

ღონისძიებას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, მერის პირველი მოადგილე მარადი ლიპარტელიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

20-06-2025, 18:16
უკან დაბრუნება