TOP-NEWS.GE / სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა

სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა


ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. 

"ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 29 ცხედარი და საძიებო სამუშაოები 4 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი,"-აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

20-08-2023, 14:15
უკან დაბრუნება