TOP-NEWS.GE / ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი PEPSICO-ს გუნდის წევრია

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი PEPSICO-ს გუნდის წევრია

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის FIM სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ლანა ჭანტურიძე PEPSICO-ს საოპერაციო მხარდაჭერის გუნდის წევრია. 

ლანა KIU-ს მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ერთ-ერთი პირველი კურსდამთავრებულია, ამჟამად სწავლას KIU-ს ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე - „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი (FIM)“ - აგრძელებს. 

“მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამაზე კონცენტრაციად ოპერაციების მენეჯმენტი ავირჩიე, სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობ “პეპსიკოში”, კომპანიაში, რომელიც დღეს უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიაა წარმოების სფეროში“. 

ლანა იდეების გენერაციის პლატფორმა Eureka-ს ხელმძღვანელობს, მართავს და გეგმავს შიდა ღონისძიებებს, ასევე მუშაობს მონაცემთა ანალიზსა და პროცესების გაუმჯობესებაზე. 

“FIM სამაგისტრო პროგრამაზე, მათემატიკურ და პროგრამულ ნაწილთან ერთად, ისწავლება მენეჯმენტისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, მაგალითად: Lean Management, Six Sigma, Kaizen Leadership. ეს მეთოდოლოგიები სამუშაოს შესრულებისას ყოველდღიურად მჭირდება. მეტიც, საწარმოო პროცესის გაუმჯობესებისა და დროის ოპტიმიზაციისთვის ზოგჯერ გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი აქვს,”- ამბობს ლანა ჭანტურიძე.

19-06-2025, 21:34
უკან დაბრუნება