TOP-NEWS.GE / თერჯოლის სოფელ ნახშირღელეში „ქუთაისის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობა იგეგმება

თერჯოლის სოფელ ნახშირღელეში „ქუთაისის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობა იგეგმება

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნახშირღელეში „ქუთაისის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობაა დაგეგმილი.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ნებართვის მისაღებად შპს „დიემენ ვინდმა“ გარემოს ეროვნულ სააგენტოს უკვე მიმართა.
„ქუთაისის ქარის ელექტროსადგურის“ სიმძლავრე 50.4 მგვტ. იქნება. პროექტი ასევე მოიცავს 35 კვ მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის, 110 კვ ქვესადგურის და 110 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა-ექსპლუატაციას.

სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, ადგილზე დაგეგმილია 7 ერთეული „Goldwind GWH182-7.2“-ის ტიპის ტურბინა-გენერატორის მოწყობა, რომელთაგან თითოეულის ნომინალური სიმძლავრე 7200 კვტ. იქნება.
ინფორმაციისთვის, შპს „დიემენ ვინდ“ საჯარო რეესტრში 2023 წელს არის დარეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი ლევან ტაბუცაძეა. წილებს სრულად ფლობს ზურაბ კოპაძე.

18-06-2025, 20:31
უკან დაბრუნება