ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულმა დიმიტრი იოსებაძემ Amazon-ში დაიწყო მუშაობა.
დიმიტრიმ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა დაამთავრა (დამატებითი პროგრამა მათემატიკა). KIU-ში სწავლისას სტაჟირება გაიარა გერმანიაში, Forschungszentrum Jülich-ში.
სწავლის დასრულების შემდეგ შეთავაზება მიიღო Amazon-ის ბერლინის ოფისიდან. დიმიტრი Amazon Simple Storage Service-ის ჯგუფს შეუერთდა, სადაც აპროექტებს და ავითარებს სისტემებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მონაცემების უსაფრთხო შენახვას და მათზე წვდომას.
“მიხარია, რომ დღესაც ვაგრძელებ თანამშრომლობას KIU-სთან. პროფესორ რამაზ ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, ჩართული ვარ პროექტში, რომელიც მიზნად ისახავს მოწინავე ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ინტეგრირებას კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის სასწავლო პროგრამაში” - ამბობს დიმიტრი იოსებაძე.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები გამოირჩევიან როგორც აკადემიური წარმატებით, ისე სტუდენტური აქტივობითაც. KIU ხელს უწყობს მათ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას, ქმნის ინოვაციური გარემოს, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ სხვადასხვა ექსტრაკურიკულურ აქტივობაში — ჰაკათონებში, ვორქშოპებში, კვლევით თუ ინოვაციურ პროექტებში.