TOP-NEWS.GE / მუხამედ ბაბუ-აჭარელი მოცეკვავე 104 წლის ასაკში გარდაიცვალა

მუხამედ ბაბუ-აჭარელი მოცეკვავე 104 წლის ასაკში გარდაიცვალა

ხულოს მუნიციპალიტეტის ანსამბლ “ბერმუხას” უხუცესი წევრი  მუხამედ ირემაძე 104 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

აჭარულ მელოდიებზე შესრულებული ცეკვების უბადლო მცოდნე, ინდივიდუალური ილეთების შემქმნელი და ავტორი, რაც ხასიათდებოდა, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი განწყობითა და მოძრაობებით. ღვაწლმოსილი შემოქმედი, აჭარული საცეკვაო ფოლკლორის კარგი მცოდნე, არაერთი ფესიტივალის, საღამოსა თუ კონცერტის მონაწილე, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე საქართველოს სხვადასვხა კუთხეში. ბევრის მნახველი, საუცხოო იუმორის მქონე, განსაკუთრებული თვისებების და სულიერი ფასეულობების მატარებელი. ყველას მეგობარი ბატონი მუხამედ ირამაძე, მუხამედ ბაბუ.

“ეთნოფორის შემოქმედებითი ჯგუფისთვის დარჩება ტკბილ მოგონებად ყველა მასთან შეხვედრა. ის იყო ყველას იმედი, ძალიან დაგვწყვიტა გული თითოეულ ჩვენგანს. მადლიერი ვართ მასთან მეგობრობით, ხოლო გადაცემა, რომელიც მომზადდა ანსამბლ "ბერმუხასთან" მისი მონაწილეობით, ღირსეული ადგილი უჭირავს ჩვენი არქივის ოქროს ფონდში.

ვუთანაგრძნობთ ოჯახს, ანსამბლის თითოეულ წევრს, ქორეოგრაფებს თუ მოყვარულებს ვინაც ხარობდა მისი გამოჩენით სცენაზე იქნებოდა თუ ტელეეკრანზე, აჭარულ საცეკვაო ფოლკლორს, ხულოს, აჭარას და სრულიად საქართველოს,”-ნათქვამია სამძიმრის წერილში. 

15-06-2025, 19:10
უკან დაბრუნება