სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი დაათვალიერა და თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულ ოფისში განთავსებულია ისეთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულები, როგორებიცაა: იმერეთის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია, დასავლეთ საქართველოს რეგიონული გეოლოგიური განყოფილება, ასევე, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის იმერეთის ლაბორატორია.
“უახლოეს პერიოდში, ქალაქ ქუთაისში დაიწყება გარემოს ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული და ლაბორატორიული ფუნქციის მქონე ახალი შენობის მშენებლობა, რომელშიც განთავსდება თანამედროვე ტიპის ლაბორატორიები და ობსერვატორია, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სამეცნიერო-კვლევით შესაძლებლობებს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გარემოსდაცვით სფეროში ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება და, შედეგად, არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე პროცესებზე ეფექტიანი და სწრაფი რეაგირება ჩვენი პრიორიტეტია“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.