TOP-NEWS.GE / აქცია ქუთაისში-ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს არტერიული წნევის გაზომვითა და სპეციალისტისგან მიიღოს საჭირო კონსულტაცია

აქცია ქუთაისში-ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს არტერიული წნევის გაზომვითა და სპეციალისტისგან მიიღოს საჭირო კონსულტაცია

12 ივნისს, 11:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ქუთაისის ცენტრალური სკვერის მიმდებარედ, ჰიპერტენზიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიება გაიმართება. 

სამედიცინო აქციის ფარგლებში, ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს არტერიული წნევის გაზომვითა და სპეციალისტისგან მიიღოს საჭირო კონსულტაცია. პარალელურად, ჩატარდება უფასო სკრინინგი C ჰეპატიტზე, აივ ინფექციასა და B ჰეპატიტზე. 

აქცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს ჰიპერტენზიის ასოციაციის, ასევე, ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებითა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის  მხარდაჭერით ეწყობა.

11-06-2025, 17:26
უკან დაბრუნება