11 ივნისს, ქალაქ ცაგერში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ეზოში ლეჩხუმში ტურისტული სეზონის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართება.
11:00 საათზე ტურიზმის ცენტრის ეზოში მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის, რეწვის ნიმუშების და ნახატების გამოფენა.
ღონისძიებაზე ისაუბრებენ ლეჩხუმის ტურისტულ პოტენციალთან დაკავშირებით, წარმოდგენილი იქნება საიმიჯო ვიდეორგოლი, შესრულდება მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.
დასწრება თავისუფალია.