ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე, 9 წლამდე ასაკის გოგონათა შორის, გამარჯვება ლილე სვანაძემ მოიპოვა.
ლილე ქუთაისის საჭადრაკო სკოლას წარმოადგენს, რომელიც მრავალი ნიჭიერი მოჭადრაკის გამზრდელია.
მისი წარმატების მთავარი შემოქმედები არიან მისი მწვრთნელები — ხათუნა გუბელაძე და დავით ბენიძე, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ლილეს გამარჯვებაში.