TOP-NEWS.GE / “ორ რეგიონს - იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთს შორის უსაფრთხო გადაადგილებისთვის გზის მშენებლობა გრძელდება”

“ორ რეგიონს - იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთს შორის უსაფრთხო გადაადგილებისთვის გზის მშენებლობა გრძელდება”

აბასთუმნის შემოვლითი 16 კმ-იანი გზის მშენებლობა გრძელდება. პროექტის ფარგლებში, შენდება 5 ახალი ხიდი და 368 მეტრის სიგრძის გვირაბი, რომელიც უკვე გაჭრილია.

“ორ რეგიონს - იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთს შორის კავშირისა და  უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების გარდა, პროექტი მნიშვნელოვანია აბასთუმნის განვითარებისათვის. ამ გზის მშენებლობის შედეგად, აბასთუმანი-საირმეს გზაზე აღარ იმოძრავებს ტრანზიტული ტრანსპორტი, რაც კურორტების ეკოსისტემის დაცვას და მისი ახალი განვითარების შესაძლებლობას იძლევა. ბაღდათი-აბასთუმნის და აბასთუმნის შემოვლითი გზა, აბასთუმნის გარდა, გვერდს უვლის კურორტ საირმესაც,”-აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 95.5 მილიონი ლარით ფინანსდება.

4-06-2025, 17:57
უკან დაბრუნება