TOP-NEWS.GE / ლენტეხში, სკალდის მთაზე სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ

ლენტეხში, სკალდის მთაზე სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ


8 ივნისს, ლენტეხში, ზღვის დონიდან 2210 მეტრზე მდებარე სკალდის მთაზე სახალხო დღესასწაული “სკალდობა-2025” გაიმართება.

სკალდის მთაზე, მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში და სოფელ ფაყში მდებარე ღვთისმშობლის ეკლესიაში წირვას ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე აღავლენს.

წირვის დასრულების შემდეგ, სკალდის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება სპორტული ღონისძიებები: დოღი, ჯილდაობა და სვანური ჭიდაობა “ლბრგიელი”.

4-06-2025, 14:47
უკან დაბრუნება