ქუთაისში „მუსიკის დღეები 2025“ გაიმართება. პროექტი ტრადიციულია და ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ორგანიზებით ყოველ წელს იმართება (პროექტის ავტორი: ბაია კოღუაშვილი). „მუსიკის დღეები 2025“ მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის 105 წლისთავს ეძღვნება. პროექტის მხარდამჭერია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია
“მუსიკის დღეები 2025“ 4 ივნისს გაიხსნება ა(ა)იპ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალის - მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეთა და იოსებ კეჭაყმაძის სახელობის ქუთაისის კამერული გუნდის ერთობლივი კონცერტით (ხელმძღვანელი: ირინე ლომინაძე). საპატიო სტუმრის სტატუსით შეხვედრა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ცნობილი ქართველი კომპოზიტორი და მუსიკოსი - დავით ევგენიძე. გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაერთიანებასა და ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრს შორის . ჩატარების ადგილი: მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საკონცერტო დარბაზი. დასაწყისი: 17:00 სთ.
5 ივნისს მასტერკლასს ჩაატარებს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, სამუსიკო ხელოვნების დოქტორი - მამუკა სიხარულიძე . დასაწყისი : 16:00 სთ. ასევე, გაიმართება ნიჭიერი ახალგაზრდების წარდგენა და მოხსენებას თემით „შექსპირი ოპერაში“ წაიკითხავს მუსიკოსი, ფილოლოგი ანრი კიკნაველიძე. დასაწყისი : 17:00 სთ. ჩატარების ადგილი: მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საკონცერტო დარბაზი.
6 ივნისს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში - „მუსიკის დღეები 2025“ გალა კონცერტით დასრულდება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“, ა(ა)იპ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალები - მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი და სამუსიკო სკოლები - ქუთაისის სიმფონიური ორკესტრი რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით. დასაწყისი: 18:00 სთ.