TOP-NEWS.GE / დღეიდან, ქუთაისსა და ლიონს შორის რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება

დღეიდან, ქუთაისსა და ლიონს შორის რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება

დღეიდან ქუთაისსა და ლიონს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო. 
ახალი პირდაპირი მიმართულებით რეისები ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიონის სენტ-ეგზიუპერის აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, კვირაში ორი სიხშირით (სამშაბათი, შაბათი) შესრულდება. 

პირველ საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებით აეროპორტში მგზავრების გაცილება გაიმართა, რომელსაც ვიზეარის წარმომადგენელი და აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი დაესწრნენ. 

ქუთაისიდან ლიონის მიმართულებით 130 მგზავრი გაემგზავრა. 

3-06-2025, 15:12
უკან დაბრუნება