TOP-NEWS.GE / 7 ივნისს ლეჩხუმში “ხვამლობას” აღნიშნავენ

7 ივნისს ლეჩხუმში “ხვამლობას” აღნიშნავენ


ხვამლის მთის მრავალფეროვანი სანახაობა მომლოცველებს და ვიზიტორებს ელის. 

7 ივნისს,  ცაგერში ისტორიულ ხვამლის მთაზე რელიგიური-სახალხო დღესასწაული “ხვამლობა-2025" გაიმართება.

ხვამლის მთაზე, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, დილიდან წირვას ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე აღავლენს.

წირვის დასრულების შემდეგ, ხვამლის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება ასპარეზობა დოღში.

3-06-2025, 13:40
უკან დაბრუნება