TOP-NEWS.GE / ქუთაისში, მორიგე ბაღებში საბუთების მიღება 16 ივნისიდან დაიწყება

ქუთაისში, მორიგე ბაღებში საბუთების მიღება 16 ივნისიდან დაიწყება

საზაფხულო არდადეგებზე ქუთაისში ორი მორიგე ბაღი იმუშავებს. 

“ააიპ. ქ. ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება გაცნობებთ, რომ 2025 წლის 1 ივლისიდან იფუნქციონირებს ორი საზაფხულო (მორიგე) ბაღი:
📍 №2 ფილიალი — გაპონოვის ქუჩის I შეს. №5
📍 №31 ფილიალი — ნიკეას ქუჩა №1-9ა

საბუთების მიღება დაიწყება 16 ივნისიდან და გაგრძელდება 20 ივნისის ჩათვლით,”-აცხადებენ ბაღების გაერთიანებაში. 

2-06-2025, 16:16
უკან დაბრუნება