TOP-NEWS.GE / “ქუთაისი 2010” ჩემპიონის ტიტულს არ თმობს

“ქუთაისი 2010” ჩემპიონის ტიტულს არ თმობს

ქუთაისის სპორტის სასახლეში საქართველოს სუპერლიგის ფინალური სერიის მეხუთე მატჩი გაიმართა.

“ქუთაისი 2010" ჩემპიონის ტიტულს არ თმობს და წელს ზედიზედ მეორედ, ხოლო ჯამში მეოთხედ - ჩემპიონი გახდა! 

გადამწყვეტი ბრძოლა "თსუ"-ს წინააღმდეგ “ქუთაისი 2010-ის" დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. 
გუნდებს შორის სეზონის ყველაზე დაძაბული ბრძოლა შედგა, თუმცა ქუთაისმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა მისი სიძლიერე, ლიდერობა, გუნდურობა და თამაში საბოლოო ანგარიში 93-82, 11 ქულიანი სხვაობით დაასრულა! 

შეგახსენებთ, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ფინალი ქუთაისში დაიწყო სადაც 2 ჯერ "თსუ" დაწინაურდა, შემდეგ 2 მატჩში კი ქუთაისურმა კლუბმა ანგარიში შემოაბრუნა და დღეს შესანიშნავი შედეგიც დადო!  სუპერლიგის ჩემპიონი ისევ ქუთაისია.

30-05-2025, 22:21
უკან დაბრუნება