ჭიათურაში საწარმოო პროცესების ეტაპობრივი განახლება გრძელდება. “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი”-ს ინფორმაციით, ახალმა გამამდიდრებელმა ქარხანამ ეფექტიანად გადაინაცვლა მომზადებიდან წარმოების ფაზაში.
“აღდგენითი და სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქარხანა მზად არის, თანამედროვე სტანდარტებით აწარმოოს მანგანუმის გამდიდრების პროცესი.
ახალ ქარხანაში დასაქმებულები მუშაობენ 8-საათიანი სამუშაო რეჟიმით და სარგებლობენ კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ბენეფიტით,”-აცხადებენ კომპანიაში.