TOP-NEWS.GE / რა ელოდებათ ქუთაისში პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს?

რა ელოდებათ ქუთაისში პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს?

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და გიწვევთ ამ დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე:

1 ივნისი

12 :00 სთ-20:00სთ. საბავშვო ატრაქციონები: „მხიარული კარუსელი“, „ქარიანა“, „გემი“, „მატარებელი“ და „მეკობრეები“ (უფასოდ) - ბ. გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკი;

12:00სთ-14:00სთ -“მხიარული ჯამბაზები” - ნიღბების თეატრი (ხარაზოვის ბაღი);
13 :00 სთ. საბავშვო მუსიკალური სტუდიების კონცერტი - ბ. გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკი;

13:00 სთ.  საბავშვო -გასართობი სივრცეები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ანიმაციური გმირები, ტკბილეულით გამასპინძლება - „ვერიკოს სკვერის“ მიმდებარედ;

14:30 სთ. “ცრუპენტელა მელაკუდა”- ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი.

2 ივნისი

12 :00 სთ-20:00 სთ. საბავშვო ატრაქციონები: „მხიარული კარუსელი“, „ქარიანა“, „გემი“, „მატარებელი“ და „მეკობრეები“ (უფასოდ) -  ბ. გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკი.

29-05-2025, 11:46
უკან დაბრუნება