“საჩხერის სამედიცინო ცენტრის“ ქირურგიული განყოფილების გუნდმა 78 წლის მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინა.
კლინიკის ინფორმაციით, პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში მუცლის ძლიერი ტკივილით შემოიყვანეს. დადგინდა ჯორჯლის ზედა არტერიის თრომბოზი-მდგომარეობა, რომელიც ნაწლავის ქსოვილის კვდომას და უმოქმედობის შემთხვევაში, გარდაუვალ ლეტალურ შედეგს იწვევს.
“გადაუდებელი ოპერაციის შედეგად ამოიღეს თრომბი, ამოიკვეთა დაზიანებული ნაწლავის ნაწილი, გადარჩენილი ქსოვილები კი ერთმანეთს შეუერთდა. ოპერაციისა და სტაციონარული მკურნალობის წარმატებით დასრულების შემდეგ პაციენტი კლინიკიდან გაეწერა.
მაღალი პროფესიონალიზმისთვის მადლობას ვუხდით ქირურგს-მალხაზ გოგატიშვილს, გიორგი ტეფნაძეს- ქირურგის ასისტენტი,
ლელა ცუცქირიძეს-ანესთეზიოლოგი,
ლია დეკანოიძეს- საოპერაციო ექთანი,
ლია კაპანაძეს -ანესთეზიის ექთანი.
ეფექტური საქმიანობისთვის მადლობას ვუხდით ქირურგიული განყოფილების მთელ გუნდს,”-ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.