TOP-NEWS.GE / პერევისას მაღაროში აღდგენითი და გადამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს

პერევისას მაღაროში აღდგენითი და გადამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს

ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის ინფორმაციით, პერევისას მაღაროში აღდგენითი და გადამაგრებითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

“მაღაროს ინფრასტრუქტურული მდგომარეობიდან გამომდინარე, სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება, ზოგიერთ უბანზე უკვე განახლდა მოპოვებითი პროცესიც.

კომპანიის მიზანია ჭიათურაში საწარმოო ჯაჭვის სრული ამოქმედება და სტაბილური, უსაფრთხო ოპერირების უზრუნველყოფა,”-აცხადებენ კომპანიაში.

ცნობისთვის, ჭიათურაში გაჩერებული მიწისქვეშა სამუშაოები აღდგა. 

28-05-2025, 15:39
უკან დაბრუნება