TOP-NEWS.GE / ტყიბულში ახალი საწარმოო-ეკონომიკური ზონა მოეწყობა

ტყიბულში ახალი საწარმოო-ეკონომიკური ზონა მოეწყობა

მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კერძო ბიზნესის თანამშრომლობით ტყიბულში,  ახალი საწარმოო-ეკონომიკური ზონა მოეწყობა, სადაც  350 სამუშაო ადგილი შეიქმნება. 

პროექტის დეტალები  მოსახლეობას ადგილზე ტყიბულის  მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა,  იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, გრიგოლ დალაქიშვილთან  და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გააცნო.  

 პროექტის ფარგლებში, კომპანია ,,ქოულ მენეჯმენტი"  პირველ ეტაპზე  ქალაქის შემოსასვლელში, ტყვარჩელის ქუჩაზე 1 000 000 ლარის ინვესტიციას  განახორციელებს. 

@ტერიტორია, რომელიც ადრე ეკოლოგიური  თვალსაზრისით პრობლემას უქმნიდა მოსახლეობას,  მშენებლობისთვის უკვე მომზადდა.  საწარმოო-ეკონომიკური სივრცე კაპიტალურად მოწესრიგდება,  დამონტაჟდება სადრენაჟო სისტემები და დაიწყება საკვები პროდუქტებისა და არასასურსათო მრეწველობის ზონების მშენებლობა. 

თავდაპირველად საკვები პროდუქტების დასაფასოებელი საწარმო და სამშენებლო მასალების მაღაზია აშენდება. პროექტი ტყიბულში ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობას ჰქმნის,”-აცხადებენ ტყიბულის მერიაში. 

25-05-2025, 13:16
უკან დაბრუნება