TOP-NEWS.GE / ვინ იმღერებს ქუთაისში დამოუკიდებლობის დღეს?

ვინ იმღერებს ქუთაისში დამოუკიდებლობის დღეს?


საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქუთაისში ღონისძიებები ასსაფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. 

დღესასწაული საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ფოსტის ორგანიზებითა და ქუთაისის  მერიის მხარდაჭერით შედგება.

17:20 საათზე დასკვნითი კონცერტი დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას დათო არჩვაძე, ანუკი ცქვიტინიძე, გელა დონაძე, აჩიკო ცანკაშვილი, სოფო პაპუაშვილი, ეკა კვალიაშვილი, ნუკა კვალიაშვილი, სანდრო კობახიძე, ელენე ფოჩხუა, ქართული ხმები ,  დავით ილურიძის ბენდი, ალილო და დიჯეი: გიგა პაპასკირი მიიღებენ.

ღონისძიების მაია დათუნაშვილი წაიყვანს. 

25-05-2025, 11:33
უკან დაბრუნება