ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ტყის ხანძრების აღმოჩენისა და მონიტორინგის თანამედროვე სისტემა დაინერგა.
ახალი სისტემა „ჭკვიანი კამერების“ მეშვეობით ახდენს მონაცემთა ანალიზს და იმ ინფორმაციის მოწოდებას ონლაინ რეჟიმში, როგორიცაა:
• ხანძრის ადრეული აღმოჩენა და რეაგირება – ტექნოლოგია აფიქსირებს ხანძარს საწყის ეტაპზე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მისი გავრცელების რისკს.
• ზუსტი მიგნება - უზრუნველყოფს ხანძრის მდებარეობისა და გავრცელების მიმართულების დადგენას.
• დაზიანებული ტერიტორიების შეფასება – ანალიზი ეხმარება გარემოს აღდგენის პროცესის დროულ დაგეგმვასა და განხორციელებას.
• მუდმივი მონიტორინგი და პროგნოზირება – სისტემა აფასებს რისკებს და ხელს უწყობს პრევენციული ზომების დაგეგმვას.
პროექტი „ტექნიკური დახმარება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ტყის ხანძრის გამოვლენის ინტეგრირებული მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისტემის დასამონტაჟებლად, ინოვაციური დისტანციური ტექნოლოგიებით საქართველოში“ განხორციელდა ა(ა)იპ „საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკური განვითარების ცენტრის“ მიერ, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მხარდაჭერით, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკის მჭიდრო თანამშრომლობით.