26 მაისს, ქუთაისში, ბალახვანში (ასსაფეხურიანი კიბის მიმდებარედ), საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ღვინის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ფოსტის ორგანიზებითა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
პროგრამა:
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
⏱️12:00 – 19:00 ქუთაისის აეროპორტის ინფორმაციული, საგამოფენო სივრცე;
⏱️12:00 – 19:00 მულტიფუნქციური სივრცე: ბავშვებისა და უფროსებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობები (მაგიდის ფეხბურთი, მაგიდის ჰოკეი, ჩამოაგდე ჯოხი, ლაბირინთი, მეგა ბიარ პონგი), VR, მასიური ჩემოდნების ფოტო ზონა, მოსასვენებელი კუთხე;
⏱️12:00 – 19:00 საბავშვო ზონა: ბავშვების ვორქშოფების ზონა/ფერადი სახლები (საჰაერო ბურთის ვორქშოპი, სასურათე სამახსოვრო ფორმების ვორქშოპი, თვითმფრინავის ვორქშოპი), საბავშვო ფოტო ზონა;
⏱️12:00 – 19:00 სიმულაციის ოთახი: თვითმფრინავის კუდის იმიტირებული კუთხე, ოთახი ფრენის სიმულაციისთვის;
✅საქართველოს ფოსტა
🧭12:00 – 19:00 ფოტო-ზონები: 26 მაისის მთავარი ინსტალაცია, საქართველოს ფოსტის ლოგოს ინსტალაცია (ჩიტები), მოცულობითი კონვერტი;
🧭12:00 – 19:00 საგამოფენო სივრცე: საქართველოს ფოსტის ინფორმაციული, საგამოფენო სივრცე;
🧭12:00 – 19:00 საბავშვო ზონა: ბავშვების ვორქშოფების ზონა საქართველოს ფოსტის ლოგოს ორიგამის ვორქშოპი, მარკების არტ ვორქშოპი, კონვერტის დამზადების ვორქშოპი), საბავშვო აქტივობები (ამანათების ჩალაგება, წერილების დახარისხება, აქტივობა: დაიჭირე კონვერტი);
🧭12:00 – 19:00 მულტიფუნქციური სივრცე: ძველებური ფოსტის იმიტაცია, კალიგრაფისტის მიერ გრაგნილებზე ვიზიტორების სურვილისებრ მათი სახელების დაწერა;
🧭12:00 – 19:00 გაცოცხლებული პერსონაჟები: საქართველოს ფოსტის ანიმაციური გმირები, მასიური თოჯინები (ფოტო-ზონა);
✅ღვინის ეროვნული სააგენტო
⏱️13:00 ორკესტრის მსვლელობა;
🧭13:00-17:00 - სამხედრო ტექნიკის გამოფენა;
⏱️13:00 - 17:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა;
🧭14:00 - 17:00 იმერული ჯიშის ღვინოები, ღვინის სივრცეში სომელიეს თანხლებით;
⏱️13:30-17:00 - საბავშვო სივრცე:, გვირგვინების დაწნის მასტერკლასი, სხვადასხვა თამაშები;
🧭13:15 – 15:00 - დღის კონცერტი - ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებისა და შემსრულებლების მონაწილეობით;
⏱️17:10 - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო - საზეიმო აღნიშვნა, საქართველოს ჰიმნი- ქ, ქუთაისის იოსებ კეჭაყმაძის სახელობის კამერული გუნდი;
🧭17:20 - დასკვნითი კონცერტი: დათო არჩვაძე, ანუკი ცქვიტინიძე, გელა დონაძე, აჩიკო ცანკაშვილი, სოფო პაპუაშვილი, ეკა კვალიაშვილი, ნუკა კვალიაშვილი, სანდრო კობახიძე, ელენე ფოჩხუა, ქართული ხმები , დავით ილურიძის ბენდი, ალილო და დიჯეი: გიგა პაპასკირი-ს მონაწილეობით.
ღონისძიების წამყვანი: მაია დათუნაშვილი.