ფესტივალ „გაზაფხულის ხარაგაულის“ ფარგლებში, მდინარე ჩხერიმელაზე ექსტრემალური და ადრენალინით სავსე სპორტული აქტივობა – ჯომარდობა გაიმართა.
ღონისძიება ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და ტურიზმის ცენტრის ინიციატივით ჩატარდა.
ჯომარდობაში მონაწილეობა ადგილობრივმა ახალგაზრდებმა მიიღეს. პროცესს თვალს ადევნებდნენ ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი და კულტურის, ხელოვნების და ტურიზმის ცენტრის დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი.
ჯომარდობა მდინარე ჩხერიმელაზე წელს უკვე მესამედ გაიმართა და ახალგაზრდებში სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს.