შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოწამეთის მონასტერთან მისასვლელი საავტომობილო გზის მონაკვეთის პერიოდული სამუშაოები დასრულდა.
დასრულებულ სამუშაოებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი ტყიბულის მერ დავით ჩერქეზიშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.
სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, ასფალტის საფარის დაგება. მოეწყო გვერდულები, საგზაო ნიშნები, უსაფრთხოების მარეგულირებლები, კიუვეტები, მიერთებები და საყრდენი კედელი.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.