TOP-NEWS.GE / ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი, 8 წლის გიორგი ონიანი ტყიბულის მერმა დააჯილდოვა

ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი, 8 წლის გიორგი ონიანი ტყიბულის მერმა დააჯილდოვა

ტყიბულის მერმა დავით ჩერქეზიშვილმა,  ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი,  8 წლის  გიორგი ონიანი და მისი მწვრთნელი, ტყიბულის საჭადრაკო კლუბის ხელმძღვანელი იუზა დოლიძე დააჯილდოვა.

მერმა ნორჩ მოჭადრაკეს მწვრთნელთან ერთად გამარჯვება მიულოცა, მომავალი წარმატებები უსურვა, ასევე გადასცა მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო.

გიორგი ონიანმა ბათუმში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ჭაბუკთა შორის 8 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში 9 შესაძლებლობიდან 7,5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიო ჩემპიონატისა და მსოფლიო თასის გათამაშების საგზურები მოიპოვა. 

ნორჩი მოჭადრაკე  მესამე წელია, რაც ტყიბულის სპორტული ცენტრის საჭადრაკო კლუბის აღსაზრდელია და წარმატებით ასპარეზობს სხვადასხვა ტურნირზე. 

15-05-2025, 21:47
უკან დაბრუნება