ქუთაისში, ჭავჭავაძისა და ნიკეას ქუჩების კვეთაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის მოსაწესრიგებლად ა(ა)იპ „სპეციალური სერვისების“ თანამშრომლებმა მორიგი აქცია ჩაატარეს.
მიწისქვეშა გადასასვლელში განახლდა განათება, დასუფთავდა მთლიანი პერიმეტრი.
“აღნიშნული ტიპის სამუშაოები გადასასვლელში პერმანენტულად ტარდება, თუმცა მოქალაქეთა დაუდევრობისა და გულგრილობის გამო ხშირად ზიანდება გარემო, რომლითაც თავად ეს მოქალაქეები სარგებლობენ.
გვინდა ვთხოვოთ ჩვენს თანაქალაქელებს, მეტი გულისხმიერება გამოიჩინონ საჯარო სივრცეების მიმართ და ერთად შევუწყოთ ხელი ჩვენი ქალაქის იერ-სახის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას,”-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.