TOP-NEWS.GE / რა ხდება ჭიათურაში, სადაც მიწისქვეშა სამუშაოები განახლდა

რა ხდება ჭიათურაში, სადაც მიწისქვეშა სამუშაოები განახლდა

ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაობის განახლების პროცესი აქტიურ რეჟიმში გრძელდება-ინფორმაციას ამის შესახებ “ჭიათურა მენეჯმენთ კომპანი” ავრცელებს. 

მათი ცნობით, მღვიმევის მაღაროს ამუშავების შემდეგ, აღდგენით-გადამაგრებითი სამუშაოები უკვე დაიწყო კაციტაძეების მაღაროშიც.

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს მაღაროს შიდა ინფრასტრუქტურის შემოწმება, უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით აუცილებელი სამუშაოების განხორციელება და დაზიანებული დანადგარების აღდგენა.

ჭიათურაში წარმოების სრულმასშტაბიანი აღდგენა ეტაპობრივად გრძელდება - სამუშაოები დაიწყო ითხვისის მაღაროში.

აღდგენითი და გადამაგრებითი სამუშაოები ხორციელდება ეტაპობრივად, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების სრული დაცვით. თითოეულ ობიექტზე პროცესში ჩართულია შესაბამისი პროფილის სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჯგუფები.

კომპანიის მიზანი მთელი საწარმოო ჯაჭვის ეტაპობრივი ამოქმედებაა,”-აცხადებენ “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი”-ში. 

15-05-2025, 14:31
უკან დაბრუნება