ცნობილი ქუთაისელი ქირურგი, მეცნიერებათა დოქტორი ომარ ღიბრაძე 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ომარ ღიბრაძე დაიბადა 1945 წლის 27 ივნისს.
1993 წლიდან ასწავლიდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც 1996 წელს გახდა პროფესორი, ხოლო 1999 წლიდან ხელმძღვანელობდა ქირურგიის კათედრას. 2014 წელს მიენიჭა ემერიტუსის წოდება
იგი ასევე არის საქართველოს გადაუდებელი ქირურგიის ასოციაციის გამგეობის წევრი!
ომარ ღიბრაძეს გამოქვეყნებული აქვს 68 სამეცნიერო შრომა, მათ შორის ბოლო წლებში აქტიურად მუშაობდა ონკოტროპული ვირუსებისა და ანტიტუმორული ავტოვაქცინების თემებზე. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სამედიცინო კონგრესებში.