TOP-NEWS.GE / ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ინფრასტრუქტურა ეწყობა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ინფრასტრუქტურა ეწყობა

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. დასრულდა ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები, მიმდინარეობს მიწის საექსკავაციო პროცესი. 

“ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოწყობის სამუშაოები 3000 მეტრის ტერიტორიაზეა გაშლილი, სადაც ამ ეტაპზე, ფუნდამენტის მოწყობა და ინერტული მასალების შეტანა მიმდინარეობს. 

პარალელურ რეჟიმში 35000 კვმ-ზე მიმდინარეობს თვითმფრინავების სადგომი ბაქნის მშენებლობის სამუშაოები, რომლის სრული კვადრატულობა 55 000 კვმ-ს შეადგენს, ასევე მიმდინარეობს დაახლოებით, 17 კმ საერთო ფართზე ახალი საინჟინრო-საირიგაციო ნაგებობების მოწყობა,”-აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში. 

პროექტს სამშენებლო კომპანია ,,ანაგი" ახორციელებს. რისი დასრულების შემდეგაც, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ექნება F კოდური აღნიშვნის პირველი აეროდრომი საქართველოში, რომელიც დიდი ზომის (F კატეგორიის) საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს. 

14-05-2025, 14:26
უკან დაბრუნება