გაგაცნობთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არაბისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვეს:
თათია ბებიაშვილი-მე-III კურსის სტუდენტი, გახდა კატარის სახელმწიფოს სტიპენდიანტი 2025-2026 სასწავლო წლისათვის და სწავლას გააგრძელებს კატარის უნივერსიტეტის არაბული ენის ცენტრში.
ანო კუჭუხიძე-მე-II კურსის სტუდენტი, წარდგენილია ქუვეითის სახელმწიფოს სტიპენდიაზე და სწავლას განაგრძობს ქუვეითის უნივერსიტეტის არაბული ენის ცენტრში.
თამარ ნიკოლეიშვილი-საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, უკვე იმყოფება ქუვეითის უნივერსიტეტში, სადაც ქუვეითის სახელმწიფოს სრული დაფინანსებით სწავლობს არაბულ ენას ენების ცენტრში.