TOP-NEWS.GE / ოჯახის სიწმინდის დღეს, ქუთაისში საზეიმო მსვლელობა გაიმართება

ოჯახის სიწმინდის დღეს, ქუთაისში საზეიმო მსვლელობა გაიმართება

ოჯახის სიწმინდის დღეს, ქუთაისში საზეიმო მსვლელობა გაიმართება. 

“საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დადგენილი ოჯახის სიწმინდის დღე ყოველწლიურად აღინიშნება სამღვდელოებისა და ერის თანამლოცველობითა და საზეიმო მსვლელობით. 17 მაისს, შაბათს, 11 საათზე მსვლელობა დაიწყება დავით აღმაშენებლის და ბაგრატ III-ის სახელობის ტაძრიდან (ცენტრალური მოედანი) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების (ბაგრატის სიონი) ტაძრამდე. 

მსვლელობა დასრულდება ღვთისმშობლისადმი სავედრებელი პარაკლისით ერისა და ქვეყნის კეთილდღეობისთვის,”-აცხადებენ ქუთაის-გაენათის ეპარქიაში. 

13-05-2025, 13:03
უკან დაბრუნება