TOP-NEWS.GE / ზესტაფონის “მარგვეთი” და “ქუთაისი 2010” ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდებიან

ზესტაფონის “მარგვეთი” და “ქუთაისი 2010” ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდებიან

სუპერლიგის ნახევარფინალის მესამე მატჩი გაიმართა დღეს ზესტაფონში. 

ერთმანეთს "ქუთაისი 2010" და ზესტაფონის "მარგვეთი" დაუპირისპირდა. 

თამაშის დასრულებამდე 5:43 წუთი იყო დარჩენილი, როცა გუნდებს შორის ანგარიში კიდევ ერთხელ გათანაბრდა 80-80 გახდა და ბრძოლა კიდევ უფრო დაიძაბა. იმატა ემოციებმა მოთამაშეებსა და მაყურებელში. თუმცა "ქუთაისი 2010-მა" შეძლო ბოლო წუთებამდე მაქსიმალური მონდომებით წასულიყო წინ და დაწინაურდა კიდეც. 

საბოლოოდ გუნდებს შორის შეხვედრა 91-93 დასრულდა და იმერულ დერბში, "ქუთაისი 2010" დაწინაურდა.

მორიგი თამაში ისევ ზესტაფონში გაიმართება, 14 მაისს, 19:00 საათზე. 

12-05-2025, 22:18
უკან დაბრუნება