TOP-NEWS.GE / ბაღდათში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მშენებლობის, მასშტაბური პროექტი დაიწყო

ბაღდათში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მშენებლობის, მასშტაბური პროექტი დაიწყო

ბაღდათის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მშენებლობის, მასშტაბური პროექტი დაიწყო.  მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია თითქმის 50 წელზე მეტია არ განხორციელებულა.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისიტემის მიმდინარე  სამშენებლო სამუშაოებს, სამშენებლო ორგანიზაცია ამხანაგობა  "ჯეითუნი და სმკ"- წარმომადგენლებთან ერთად  გაეცნო. ამ ეტაპზე მილების დაქსელვა სოფელ დაფენილში, წაბლარასხევსა და   წყალთაშუაში მიმდინარეობს. 

პროექტი „კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება გარემოსა და ტურიზმის გაუმჯობესების მიზნით“ საქართველოს გაერთიანებული  წყალმომარაგების კომპანიის,  საქართველოს მთავრობის და გერმანიის განვითარების ბანკის KFW მხარდაჭერით ხორციელდება.

აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ქალაქ ბაღდათის და  მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების და წყალარინების სისტემის კაპიტალურ მშენებლობას. ასევე,
სამუშაოები მოიცავს რუდულის და საირმის სათავეების რეაბილიტაციას, გოთიეთში  ახალი სათავის მშენებლობას, მაგისტრალის, მილსადენების  და მრიცხველების შეცვლას,  ახალი მილების მოწყობას, წყალარინების ქსელის კოლექტორის მშენებლობას, მთავარი და მიკრო სატუმბი სადგურის მშენებლობას,  თვითმდენი საკანალიზაციო ქსელის  და არხების მოწყობას, ბეტონის არხების მშენებლობას. მშენებლობისას დაზიანებული ასფალტისა და ბეტონის საფარის აღდგენას.

აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული  თურქული ორგანიზაცია ამხანაგობა „ჯეითუნი სმკ“ ასრულებს. სამუშაოების ვადა 730 დღით განისაზღვრა და მისი ჯამური ღირებულება 25 943 404.16 ევროს შეადგენს.

10-05-2025, 10:49
უკან დაბრუნება