TOP-NEWS.GE / ლენტეხში წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვეს

ლენტეხში წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვეს

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ:

 • ეთერ ლიპარტელიანი – ევროპის ჩემპიონი (ძიუდო);
 • ავთო მუკბანიანი – ევროპის ჩემპიონი (სამბო);
 • გიორგი ჩანქსელიანი – საქართველოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (ძიუდო);
 • თორნიკე გვიჭიანი – საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ძიუდოში.

სპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცეს, სიგელები და ფულადი ჯილდოები გადასცეს რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დელეგატმა საქართველოს პარლამენტში გოჩა ენუქიძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, რწმუნებულის პირველმა მოადგილე ქრისტინა კობახიძემ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანმა.

ღონისძიება ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრში  გაიმართა.

9-05-2025, 10:38
უკან დაბრუნება