ქუთაისის N37 საჯარო სკოლა ამავე სკოლის კურსდამთავრებულის, გიორგი ჟორჟოლიანის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
“ყოველთვის გვემახსოვრება მორიდებული, ზრდილობიანი, კეთილშობილი ბიჭი, რომელიც სიყვარულით დააბიჯებდა, უყვარდა და უდიდეს პატივისცემას იმსახურებდა თანაკლასელებისა თუ აღმზრდელი პედაგოგებისაგან. მისი გააზრებული პასუხები სასიამოვნოდ ნათქვამი “დიახ მასწავლებელო“ და ,,ნახვამდის მასწავლებელო“- არასოდეს დაგვავიწყდება.
ახლა კი ჩვენ ვეუბნებით ,,ნახვამდის გიორგი“ სამწუხაროა, მაგრამ ვერაფერს ვცვლით, მხოლოდ ამას გპირდებით-მუდამ გვემახსოვრება ნათელი, მორიდებული კეთილი ბიჭი- გიორგი ჟორჟოლიანი,”-ნათქვამია წერილში.
ცნობისთვის, გიორგი ჟორჟოლიანი სამეგრელოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.