ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალში - მ. ბალანჩივაძის სახ. N1 სამუსიკო სკოლაში საორკესტრო განყოფილების მე-3 კლ. მოსწავლის, ანასტასია ხურციძის სოლო კონცერტი გაიმართა (პედაგოგი: ეკა გიორგაძე, კონცერტმაისტერი: თეონა ფურცხვანიძე).
ანასტასია ხურციძის მიღწევები:
✔️კლასიკური მუსიკის მე-17 ეროვნული კონკურსი „მომავლის ვარსკვლავები“- პირველი პრემია და ლაურეატის წოდება - 2024-2025 წლები;
✔️ქართული კლასიკური მუსიკის მე-8 ეროვნული კონკურსი (ქ. ზესტაფონი) პირველი პრემია და ლაურეატის წოდება -2024 წელი;
✔️მე-12 საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი „ჰარმონია“. თურქეთი-ქ. ალანია- პირველი პრემია და ლაურეატის წოდება - 2024 წელი;
✔️მე-6 საერთაშორისო კონკურსი „ჰარმონია“- ქ. ბათუმი, პირველი პრემია და ლაურეატის წოდება- 2024 წელი
მე-7 საერთაშორისო კონკურსი „ჰარმონია“ - აზერბაიჯანი, ბაქო- პირველი პრემია და ლაურეატის წოდება;
✔️მე-17 რესპუბლიკური კონკურს-ფესტივალი „იპოვე შენი ვარსკვლავი“- ქ. თბილისი, პირველი პრემია და ლაურეატის წოდება;
✔️ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელთა მე-13 საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი „ჰარმონია“, თურქეთი, ქ .სიდე - გრან პრი - 2025 წელი;
✔️ბენიამინო ჯილის სახელობის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი, თბილისი, პირველი პრემია და ლაურეატის წოდება-2024 წელი.