საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიაში თვითმმართველობის წარმომადგენლები წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდნენ.
მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ გაგა დარბაიძემ ფულადი ჯილდო და მადლობის ბარათები სამ სპორტსმენს და მათ მწვრთნელებს გადასცეს - როგორც ოლიმპიურ, ასევე არაოლიმპიურ სახეობაში.
გოდერძი ბერდელიძე, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ძალოსნობაში - 5 000 ლ, მწვრთნელი გიორგი გაბრიჭიძე - 2 500 ლ;
აკაკი ქემერტელიძე, ევროპის პრიზიორი თავისუფალ ჭიდაობაში - 3 000 ლ, მწვრთნელი ზაქარია ჭიტაძე - 1 500 ლ;
ირაკლი ტალახაძე, ევროპის ვიცე-ჩემპიონი საბრძოლო სამბოში - 1 500 ლ, მწვრთნელი სოსლან იაკობაშვილი - 750 ლარი.
ლევან ივანაშვილმა საჩხერეში სპორტის სასახლეზეც ისაუბრა, რომელის მშენებლობაც მიმდინარე წელს დასრულდება.
შეხვედრაში სასპორტო სკოლისა და ლაშა ტალახაძის ძალოსნობის დარბაზის ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.