TOP-NEWS.GE / ბაღდათიდან კურორტ საირმეს მიმართულებით საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია

ბაღდათიდან კურორტ საირმეს მიმართულებით საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია

ბაღდათიდან კურორტ საირმეს მიმართულებით საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია-ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47.8 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების პერიოდში, ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 2025 წლის 10 მაისიდან 10 ივნისამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,”-აცხადებენ დეპარტამენტში. 

6-05-2025, 17:37
უკან დაბრუნება