TOP-NEWS.GE / წყალტუბოელი ძალოსანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

წყალტუბოელი ძალოსანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

ჯაბა ტყეშელაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია!

პერუში მიმდინარე 17 წლამდე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან ჯაბა ტყეშელაშვილმა წარმატებით იასპარეზა. 

წყალტუბოელმა  ძალოსანმა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით ატაცში 142 / 145 კგ. დაძლია, ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა.

ტყეშელაშვილმა აკვრაში თავი 181 / 186  / 192 კილოგრამს გაართვა, ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ასევე ოქროს მედლის მოპოვება შეძლო ორჭიდში მოგროვილი  337 კილოგრამითაც. 

ამასთან ტყეშელაშვილმა საქართველოს რეკორდის დამყარებაც შეძლო რომელიც მასვე ეკუთვნოდა. ძალოსანმა აკვრასა და ორჭიდში ქვეყნის რეკორდი 10 -10 კილოგრამით გააუმ,ჯობესა.  

🇬🇪 ზურაბ ანთაური - U17 ნაკრების მთავარი მწვრთნელი
🇬🇪 დავით ხარატაშვილი - U17 ნაკრების მწვრთნელი
🇬🇪 გურამ მამიაშვილი - ჯაბა ტყეშელაშვილის   პირადი მწვრთნელი
🇬🇪 გიორგი ჭინჭარაული - ექიმი-რეაბილიტოლოგი

6-05-2025, 12:38
უკან დაბრუნება